"არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს" - წულუკიანი ჰარცელის განცხადებაზე
თეა წულუკიანმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩის გუშინდელი განცხადება გამოხატავს პირად პოზიციას.
როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს.
"ჩემი მოწვევით ბატონი ჰარცელი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებს მასთან შეთანხმებით ვერ გაგიმხელთ, ასე შევთანხმდით, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეს შეხვედრა იყო საინტერესო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაყოფიერი, რადგან შეხვედრის დროს გაირკვა, რომ ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი, ეს დადასტურდა კიდეც, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ ძალიან კარგ თანამშრომლობას, რაც ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მასთან, მისიასთან და ევროკავშირთან გვქონდა, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის რჩება თავის პოზიციაზე. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს მისი პოზიციაა და არა ევროკავშირის. შევთანხმდით, რომ ადამიანს აქვს თავისი პირადი პოზიცია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე