"ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენას პოზიტიური ეფექტი არ ექნება" - ნაცვლიშვილი
ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საუბრის საჯარო სივრცეში დაწყება, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ, - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, "გირჩის" ინიციატივას.
ნაცვლიშვილის თქმით, პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" შექმნა და აქცენტის "ოცნებიდან" ოპოზიციაზე გადატანას პოზიტიური ეფექტი არ ექნება.
"ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ. "გირჩმა" გააჟღერა სურვილი, რომ შეხვედრები ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს შეხვედრის და საუბრის სურვილი, ჩვენ კარს არავის არ მივუხურავთ და მიუხედავად იმისა, რომელიმე იდეას წინასწარ ვიწონებთ თუ არა, საუბრის პრობლემა არ არის. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვა მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შეთანხმებულია და შეიქმნა გასულ წელს, საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატი. არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა, ამიტომ, თუ აქვთ საუბრის სურვილი ოპოზიციური ფორმატი ღიაა. არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები, მითუმეტეს, გაცხადებულია რა არის მათი წინადადება. ვფიქრობ, თუ ამ წინადადების ირგვლივ მოხდება განხილვა არსებულ ფორმატებში უნდა მოხდეს. ამ ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საუბრის საჯარო სივრცეში დაწყება, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ. პოლიტიკური კრიზისი შექმნა "ოცნებამ", მან უნდა მოიტანოს მეხუთე რაუნდზე წინადადება. ამ სიტუაციაში აქცენტის "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაზე გადმოტანა არ მიმაჩნია, რომ რაიმე პოზიტიურ ეფექტი ექნება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს