"ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს" - ვოლსკი
ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს, მათი ამოცანაა რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაა, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გნაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს, არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომპეტენტური პასუხი უნდა ჰქონდეთ.
"რიგგარეშე არჩევნების დაკავშირება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან, სამართლებრივად ჩამოყალიბებული წინადადება არ არის. მიმაჩნია, რომ ყველა წინადადება განხილული უნდა იყოს, მაგრამ იმაზე უარის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება კომისიამ გამოიტანოს, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის სულ სხვა მოტივებზე მიანიშნებს. ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს და მათი ამოცანაა, რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაა. მათ რაიმე სახის გადათვლა, შეფასება და კომპეტენტური მსჯელობა, საჭიროა თუ არა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, არ აინტერესებთ. ოპოზიციურ პარტიებს კომპეტენტური პასუხები უნდა ჰქონდეთ", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე