"პატრიოტთა ალიანსი“ აგრძელებს ბრძოლას, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს"
"პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მის პარტიას ელჩებთან ინდივიდუალურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია.
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.
„ყველა რაუნდში მონაწილეობდა ჩვენი პარტია და ძალიან აქტიურად. ველით მეხუთე რაუნდს. ჩვენი ინფორმაციით, იანვარში უნდა დაინიშნოს ეს რაუნდი და ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება. ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუ არ შეთანხმდება, პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აგრძელებს ბრძოლას და საქმიანობას, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა ინაშვილმა.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი