"ივანიშვილი გამოძვრეს სოროდან, მოვიდეს მეხუთე რაუნდზე, დაჯდეს თვითონ და არა თავისი კურდღლები "
„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ საახალწლოდ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება, ეს არის ტერორი, ერთპარტიული, არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. არ შემოდიხართ პარლამენტში? -ახლა დაგსჯით და მოღალატე თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ეს ბიზნესმენები ვინ არიან ყველამ კარგად იცის, არც ერთი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც ერთის პარლამენტში შესვლა არ გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას და არ მიიყვანს რეჟიმს მრავალპარტიულ პარლამენტამდე. თუ ახლა საჭირო გახდება ლექციების კითხვა, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი გამოძვრეს სოროდან, მოვიდეს მეხუთე რაუნდზე, დაჯდეს თვითონ და არა თავისი კურდღლები და იქ ავუხსნი, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"