,,ამ ღლაპის ირონია და მისი სერიოზულად შეფასება არ ღირს" - უგულავა კობახიძეზე
,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს პასუხობს და უმრავლესობის ლიდერის განცხადებას ,,პარლამენტში ოპოზიციის დანაკლისზე", "ღლაპის ირონიას" უწოდებს.
,,მე ვერ ვიტყვი, რომ დიდად დაგვაკლდა ნორჩი აგრარიკოსი ნინო წილოსანი, ან სიბრძნეების მფრქვეველი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ან ახალი ვარსკვლავები ზავრადაშვილი თუ ტალიაშვილი. გუშინ უმრავლესობამ დალოცვით დაამთავრა... ასე რომ რასაც იმსახურებთ ის ხართ. თქვენ, მეგობრებო, გააყალბეთ არჩევნები, მიიტაცეთ ძალაუფლება, ახლა დარჩით მარტო სახლში და მოსთქვამთ.
ამ ღლაპის ირონია და სერიოზულად შეფასება საერთოდ არ ღირს. მოდი, მეხსიერება სილტტვ-ს მსგავსად ნუ გვექნება, 2 კვირის იქით რომ არ გავხსოვს. 2 კვირის წინ ეს გაუთლელი ღლაპი ზუსტად იგივენაირად, ხან იმუქრებოდა, ხან იძახდა, რომ პირველ სხდომაზეო, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ გაფუფლოვდა, სანაძლეოც დავუდე და წააგო", - თქვა გიგი უგულავამ.
გუშინ, 24 დეკემბერს მთავრობის დამტკიცების სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ირონიით მოიხსენია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი