" ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს უსაფუძვლოდ ითხოვს"
რის საფუძველზე უნდა მიიღოს სახელმწიფომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება? - ასე უნდა სააკაშვილს და ამიტომ?- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებისა და ოპოზიციის მოთხოვნების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია იგნორირებას უკეთებს "ქართული ოცნების" მიერ დაყენებულ საკითხებს და ვადამდელ არჩევნებს უსაფუძვლოდ ითხოვს.
"მთავარი თემა, რაც ჩვენს ოპონენტებს უდევთ მაგიდაზე არის ის, რომ ყოველგვარი წინადადებების გარეშე განვიხილოთ ხელახალი არჩევნების ჩატარება. ის პოზიცია რასაც ჩვენი ოპონენტებისგან ვისმენთ, არის იგნორირება იმ საკითხების რასაც ქართული ოცნება აყენებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს და საარჩევნო თემებს, რომელსაც ვთავაზობთ განსახილველად.
მე არ მგონია, რომ უნდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, ვინაიდან არსებობს დაპირისპირებული მოსაზრებები და ამ დაპირისპირებული პოზიციების დაახლოების მექანიზმია, მოლაპარაკების არსიც ეგ არის, რომ გაითვალისწინონ ოპონენტებმა საზოგადოების დამოკიდებულება, რეალური სიტუაცია, პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულება,სულ მცირე წარნოადგინონ პოზიცია, თუ რატომ ამბობენ უარს გადათვლაზე ან ვიდეო თვალის გახსნაზე, რატომ აკეთებენ საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციების დასკვნების იგნორირებას, საერთოდ რისკენ მიისწრაფვიან, რა უნდა ქნას სახელმწიფომ, რის საფუძველზე უნდა მიიღოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება? -რომ ასე უნდა ამა თუ იმ პიროვნებას - ასე უნდა სააკაშვილს და ამიტომ?", - განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი