"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემ გადაცემაში მოსვლაზე უარს იტყოდა" - ინგა გრიგოლია
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ, დღევანდელი ,,რეაქციის" ეთერში განაცხადა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ თბილისის მერი, კახა კალაძე მის გადაცემაში სტუმრობაზე უარს იტყოდა.
,,გულწრფელად გეტყვით, დღეს, როგორც არასდროს, ისე მინდოდა მაგალითად, მერის პასუხები, ხელისუფლების პასუხები, იქნებ ჩვენ ვცდებით რაღაცაში, იქნებ აქვთ არგუმენტები ამ სისასტიკის მიღმა.
ვინმეს რომ მოვეკალი წინა ცხოვრებაში, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კახა კალაძე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა და ის უარს იტყოდა, მოსულიყო ჩემს გადაცემაში. ან რომელიმე სხვა, თუნდაც ძალიან კრიტიკულ გადაცემაში. შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ ეს ჩემი გულწრფელი ნათქვამია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დღეს მე გადაცემა ისე წამეყვანა, რომ მერის პახუსები არ მქონოდა", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
,,რეაქცია", თბილისში, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე