არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება” განმეორებით არჩევნებს არ განიხილავს
განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამომრჩევლის არჩევანის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
"რასაკვირველია, ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება” არ განიხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი გააკეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და საფუძველი არ გვაქვს, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი