შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები
“როგორ მოხდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჩართვა 31 ოქტომბრის არჩევნებში და როგორ შეძლებენ ისინი ხმის მიცემას - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ეპიდემიოლოგებს ზუსტი პასუხი არ აქვთ.
ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე “რეზონანსი” ორ ინფექციონისტს, ალექსანდრე გოგინავასა და მარინა ენდელაძეს ესაუბრა. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ. მარინა ენდელაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და სახელმწიფო მაქსიმალურად უსაფრთხო ზომებს მიიღებს, ალექსანდრე გოგინავასთვის კი დაუშვებელია დაინფიცირებული ადამიანის საარჩევნო უბანზე მისვლის საკითხი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაშიб სათაურით შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები - “ვერ წარმომიდგენია დაინფიცირებული ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლა”.
“ვერც წარმომიდგენია დაინფიცირებული ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლა. ჩემი აზრით, ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი. სამწუხაროდ, არ ვიცი განიხილავენ თუ არა ალტერნატივას - როგორ მისცემენ ხმას ვირუსით დაავადებული ადამიანები. შეიძლება შესაბამისი ორგანოებისგან იგეგმება რეგულაციები ამ მიმართულებით, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრი, რომ ვისაც არჩევნების დროს დაავადება დაუდგინდება, ყველანაირი თავშეყრის ადგილისგან უნდა შეიკავოს თავი, მათ შორის ისეთი მასშტაბურისგან, როგორიც საარჩევნო უბნებია, რადგან ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცვას. რაიმე სხვა ფორმატით თუ იგეგმება ამ ადამიანების მონაწილეობა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსადრე გოგინავა.
“მე გეტყვით ერთ რამეს - იმდენად კომპეტენტური ხელმძღვანებელი ჰყავს ამ საქმეს, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და დანარჩენი ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტები, რომ არ გაატარებენ ისეთ რეგულაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას. მთავარია ჩვენ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეტყვიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების საკითხიც სრული სიზუსტით მოგვარდება. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რეგიონების მიხედვით დაწესდეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, ან არც ეს გახდეს საჭირო. როგორ მისცემენ არჩევნებში ხმას დაინიფიცრებული ადამიანები ეს მე არ ვიცი. 31- მდე ჯერ კიდევ დროა...” - ამბობს გამოცემასთან საუბრისას მარინა ენდელაძე.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"