საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45 % დაბრუნდება.
ამის შესახებ საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვაკო ჭილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება.
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყებს ქართული ავიაბაზრისათვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც არის ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.
ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EuroWings-ი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ამ ავიაკომპანიასთან მიმართებაში საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები და დადებითი მოლოდონი გაქვს.
მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ა, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გეგმავს ფრენებს”, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი 30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს