"ნამახვანი ჰესის“ ინვესტორისთვის მიწის 99 წლით გადაცემა თავის დროზე იყო სატენდერო პირობა" - ნათია თურნავა
"საქართველოში პრაქტიკულად, ყველა ელექტროსადგური, გარდა „ენგურჰესისა“ არის კერძო, სადაც ინვესტორი ფლობს კანონიერად მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, "ნამახვანი ჰესის“ პროექტის ინვესტორისთვის მიწის 99 წლით გადაცემა თავის დროზე იყო სატენდერო პირობა. მისივე განცხადებით, ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, არის ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, რაზეც განმარტებები არაერთხელ გაკეთდა და კიდევ გაკეთდება.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რომელიც არის 99 წელი - ეს იყო სატენდერო პირობა, როდესაც თავის დროზე, ეს პროექტი გატენდერდა და რასაკვირველია, იქიდან გამომდინარე, რომ იყო სატენდერო პირობა, მოქნილობა ნაკლები გვაქვს. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ასეთი ძალიან ბევრი პრეცედენტია და ეს არის კანონთან სრულიად შესაბამისი გადაწყვეტილება. მიწით საერთოდ უვადო სარგებლობის პრეცედენტიც არის არა მარტო საქართველოში, სადაც რეალურად, ყველა კერძო პროექტი ასეთია, არამედ ასეა ჰიდროსადგურები მაგალითად, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი