„ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია
„ოსკარის” ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად „კოდა“ დასახელდა.
ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია სიან ჰედერი. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომლის როლსაც ემილია ჯონსი თამაშობს და რომელიც ერთადერთია ოჯახში, რომელსაც სმენა დაქვეითებული არ აქვს.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ ჯეინ კემპიონმა მიიღო, ფილმისთვის "ძაღლის ძალა".
ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ჯესიკა ჩესტეინს გადაეცა ფილმისთვის „ტამი ფეის თვალები“.
ამასთან, ნომინაციაში - მამაკაცის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი უილ სმითმა გაიმარჯვა ფილმში, „მეფე რიჩარდი“, მონაწილეობისთვის.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ არიანა დებოზის გადაეცა, ფილმისთვის "დასავლეთის სიუჟეტი", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში კი ტროი კოცურმა გაიმარჯვა ფილმითვის, „კოდა“.
ამასთან, „საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად "სულის ზაფხული" დასახელდა, საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად კი - "კალათბურთის დედოფალი".
საუკეთესო ანიმაციური მხატვრული ფილმის ნომინაციაში ფილმმა „ენკანტომ“ გაიმარჯვა.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარი გადაეცა ფილმს „კოდა“, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის კი ფილმს - „ბელფასტი“.
„ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა. ღონისძიებას ვანდა საიკსი, ემი შუმერი და რეგინა ჰოლი ერთობლივად უძღვებოდნენ. ყველაზე მეტ, 12 ნომინაციაში, წარდგენილი იყო ფილმი „ძაღლის ძალა“, შემდეგ კი „დიუნა“, რომელიც 10 ნომინაციაზე იყო დასახელებული, ჯამში კი 6 „ოსკარი“ მიიღო.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"