"დავივიწყოთ სიბრაზე და დემონიზაცია, შეიძლება ოპონენტები ვართ, მაგრამ არა მტრები"
აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ამერიკელ ხალხს მოუწოდებს, ერთიანობა შეინარჩუნონ და სიბრაზე დაივიწყონ.
„მკაცრი არჩევნების შემდეგ დაძაბულობა მაღალია. სერიოზული პრობლემები გვაქვს, პარტიზანულ ბრძოლაზე გასაფლანგი დრო არ გვაქვს. დავივიწყოთ სიბრაზე და დემონიზაცია, შეიძლება ოპონენტები ვართ, მაგრამ არა მტრები,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„რიცხვები გვეუბნება, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ 74 მილიონზე მეტი ხმა ავიღეთ, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს აუღია,“- აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან ერთად ექსპერტებს ხვდება, ვინაიდან ისინი თეთრი სახლისთვის ემზადებიან.
ბოლო მონაცმებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ქვეყნის მასშტაბით 4.1 მილიონი ხმით უსწრებს. ამ ეტაპზე, საარჩევნო კოლეგიაში „დემოკრატ“ კანდიდატს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმიდან 253 აქვს, დონალდ ტრამპს კი -214.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს