იანვარში პუტინი თანამდებობას დატოვებს - Daily Mail
ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემების გამო, ვლადიმერ პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია მოსკოვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, კრემლის ცნობილი კრიტიკოსი, პროფესორი ვალერი სოლოვეი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა, პარკინსონის დაავადების სიმპტომები ჰქონდეს.
სოლევეი ამტკიცებს, რომ პუტინის პარტნიორი ალინა კაბაევა, ასევე მისი შვილები, მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა რუსეთის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
„ის აპირებს, რომ გადადგომის გეგმებზე საჯაროდ იანვარში ისაუბროს. პუტინი მალე დანიშნავს ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი საბოლოო მემკვიდრე გახდება“, – აცხადებს ვალერი სოლოვეი.
ბრიტანული მედიის ცნობით, დამკვირვებლებმა შეისწავლეს პუტინის ბოლოდროინდელი კადრები, სადაც ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა პუტინის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ცნობას „სრული სისულელე“ უწოდა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი