ამ გვერდის ამობედვა

ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ჩავიდა, თუმცა მათ მკაფიო მისია ჯერ არ აქვთ,- ინფორმაციას გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ აშშ-ის სამხედრო ძალებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე ასეული წევრი ჩავიდა… კომანდოსებს, რომელთა შორისაც არმიის რეინჯერები და საზღვაო ქვეითები არიან, კონკრეტული დავალებები ჯერ არ მიუღიათ“, – ნათქვამია ანგარიშში.

გამოცემა ვარაუდობს, ისინი შესაძლოა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იყვნენ ჩართულნი.

წაკითხვა 16 ჯერ