ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსეთმა 16 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსული ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთმა 16 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
„მტრის მთლიანი საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 25 მარტამდე დაახლოებით ასეთია: ჯარი - 16 000-მდე, ტანკი - 561, საარტილერიო სისტემები - 291, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები - 90, საზენიტო საბრძოლო სისტემა - 49, თვითმფრინავი - 115, შვეულმფრენი - 125, სატრანსპორტო საშუალება - 1089, კატარღა - 5, საწვავის ავზები - 72, ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -53, სპეცტექნიკა - 18.
მიმდინარეობს მონაცემების განახლება. ერთად გავიმარჯვებთ!“ - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"