რომელი ქვეყანაა შუამავალი თალიბებსა და პროამერიკული ხელისუფლებას შორის
ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times), ავღანურ თემატიკაზე მასალების პუბლიკაციისას, აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთი - შუამავალი თალიბებსა და პროამერიკული ხელისუფლების ნარჩენ წარმომადგენლებს შორის“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი), რომელშიც კომენტარი აქვს გაკეთებული რუსეთის სავარაუდო საშუამავლო როლს პანჯშერის ხეობაში თავშეფარებულ ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის მომხრეებსა და თალიბებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანის“ მოძრაობა რუსეთში რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობით აიკრძალა და მათთან კონტაქტები შეიზღუდა, შეცვლილ დღევანდელ ვითარებაში, „მოსკოვი მზადაა მათთან ყველანაირ თანამშრომლობაზე დათანხმდეს იმ მიზნით, რომ თალიბების ცენტრალურ აზიაში შეღწევა არ დაუშვას“, - წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“.
„პანჯშერის ხეობა, რომელიც ქაბულის ჩრდილოეთით მდებარეობს, ისლამისტების წინააღმდეგობის სიმბოლოდ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იქცა, როცა ავღანეთში საბჭოთა ჯარი იდგა. იმ დროს ხეობას საველე მეთაური აჰმად შაჰ მასუდი და მისი მხარდამჭერები აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, როცა ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, 1990-იანი წლების შუახანებში, აჰმად შაჰ მასუდი მათ რელიგიურ იდეოლოგიას არ დაეთანხმა და პანჯშერის ხეობა კვლავ წინააღმდეგობის ცენტრად იქცა. სამწუხაროდ, თალიბებმა მოახერხეს და აჰმად შაჰ მასუდი მოკლეს. დღეს კი ანტითალიბურ წინააღმდეგობას დიდი აჰმად მასუდის შვილი - აჰმად მასუდ-უმცროსი ჩაუდგა.
მაგრამ 1990-იან წლებისაგან დღევანდელი სიტუაციის განსხვავება იმაშია, რომ მაშინ მასუდი ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ გზას აკონტროლებდა და რეზერვების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ახლა კი პანჯშერის ხეობა იზოლირებულია, უმცროს მასუდს ცენტრალურ აზიასტან კავშირი არ აქვს. მოსკოვი შიშობს, რომ თალიბები გაიმარჯვებენ, ამიტომ მათთან შუამდგომლობაზე თანხმდებიან რეპუტაციის გარკვეული განმტკიცების მიზნით“, - წერს ამერიკული გაზეთი.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი