დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს - დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო გადადგომისკენ მოუწოდებს.
„დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა, კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის, ასევე სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურების და დახეიბრებულ ეკონომიკასთან ერთად,“ - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.
მისი თქმით, ბაიდენის გადადგომა დიდი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან ის ლეგიტიმურად არასდროს აურჩევიათ.
„ის, რაც ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა ლეგენდარულია - ეს შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი ამერიკის ისტორიაში,“- აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"