როგორი ამინიდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ტემპერატურა კი +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში 13-14 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ხოლო 15-16 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა