მოწოდება ქუთაისელებს: - ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!
"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას! "- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა დღეს ქვეყნის მეორე ქალაქის, ქუთაისის ქუჩებში.
პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულება (სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი), რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისს წაართვა.
ამ ფორმით პოსტერაქციის ავტორი, მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანაქალაქელებს, რომ 31 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.
მოძრაობუს წევრებმა დღეს ფლაერებიც დაარიგეს.


სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა