"მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ
"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილიდან ჩვენი ჟურნალისტი იუწყება, რომ დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი "ქართული ოცნების" წევრების ჩასაწერად მივიდა.
ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, ის მძიმე მდგომარეობაშია და ადგილზე სასწრაფოს მისვლას ელოდება. სასწრაფო დახმარების განცხადებით, ადგილზე მხოლოდ 2 ჯგუფი ჰყავთ და ამ დროისთვის თავისუფალი არცერთი არაა, რომ დაზარალებული ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანონ.
დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.
დაპირისპირება მარნეულში "ქართული ოცნების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მოხდა. "ოცნების" მხარდამჭერები თავს საოლქო კომისიაში ენმ-ს წევრს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს დაესხნენ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა