კლიმატის კვირეულის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის გომის მთაზე ეკო ტური მოეწყო
21 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული დაიწყო.
კლიმატის კვირეული საქართველოში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/The Greens Movement of Georgia ინიცირებით 2009 წლიდან აღინიშნება.
“საქართველოსთვის მსოფლიოსთვის, გავერთიანდეთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად”– ამ სლოგანით ქუთაისის ეკო ჟურნალისტებმა გომის მთაზე პერფორმანსი მოაწყვეს. როგორც FirstNews.ge-თან პროექტის ხელმძღვანელმა დათო ლიკლიკაძემ განაცხადა, აქციაში 20 ჟურნალისტი მონაწილეობდა, რომლებიც ძირითადად გარემოს დაცვით პრობლემებზე მუშაობენ.
"კლიმატის კვირეულის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძება ტარდება, მათ შორის იყო ეკო ჟურნალისტების ტური გომის მთაზე, სადაც ნათლად ჩანს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, თუ როგორ იცვლება კლიმატი. კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია, თუმცა ეს შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების, ტექნოლოგიურმა ჩარევამ. პირველ რიგში კი იმან, რომ არასწორად ვერევით ბუნების ბუნებრივ პროცესებში. ჩვენ, ჟურნალისტებს, რომლებმაც მონაწილეობა მივიღეთ ამ ტურში, გვინდოდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილიდან გვეთქვა, რომ აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს,"- განაცხადა FirstNews.ge -თან საუბარში რადიო ძველი ქალაქის პროგრამების დირექტორმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ეკო ტური ჟურნალისტებისთვის 22 სექტემბერს ორგანიზაციის “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები” მხარდაჭერით “კლიმატის ცვლილების კვირეულის” ფარგლებში მოეწყო.
სიახლეები
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს