"ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული" - "თბილისი ენერჯი"
კომპანია "თბილისი ენერჯი“ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული.
„კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა