დღეიდან მარტოხელა მშობლები სუროგაციით შვილის ყოლას ვეღარ შეძლებენ
მარტოხელა მშობლები სუროგაციის გზით შვილის ყოლას ვეღარ შეძლებენ. ბრძანება, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 26 აგვისტოს მოაწერა ხელი, ძალაში დღეიდან შედის.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სუროგაციის გზით შვილის ყოლის უფლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარ წყვილს შეეძლება. გარდა ამისა, მათ სულ მცირე, ერთწლიანი ქორწინება ან ამავე პერიოდით თანაცხოვრება მოეთხოვებათ. მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნა ნოტარიულად და შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის ბრძანებას დისკრიმინაციულს უწოდებენ. "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, სუროგაციის გამოყენების შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილების გამო მარტოხელა ქალებს არ ეძლევათ.
"ეს ბრძანება გასასწორებელია, იმიტომ, რომ ახლავე შეიცავს ტერმინოლოგიურ შეცდომებს და თავისი შინაარსით არის დისკრიმინაციული, ვინაიდან სუროგაციის გამოყენების საშუალება არ ეძლევათ მარტოხელა ქალებს, რომლებსაც არ ჰყავთ მეუღლე. კანონმდებლობა ძალიან დაუხვეწავი და ხარვეზიანია. არ არის დაცული სუროგატი დედების უფლებები და სუროგაციით გაჩენილი ბავშვის უსაფრთხოება," - განმარტავს პატარაია.
სიახლეები
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს