როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 10 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მაღლობში 27-29 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი 32-33 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებში ტემპერატურის მატება 30-32 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
10 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, 11 აგვისტომდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მათ შორის სანაპირო რაიონებში, ჰიდრომეტეოროლოგები წვიმას ვარაუდობენ. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის 23-25 გრადუსამდე კლება. სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია დასავლეთის ქარი.
ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი დედაქალაქში.
12 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 აგვისტოდან კი ჰიდრომეტეოროლოგები, ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას პროგნოზირებენ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"