ამ გვერდის ამობედვა

დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე, სოფელ კურსებში, სადაც 2 თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

მდინარის პირას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით ეწყობა 7 მეტრი სიგანის ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა. პარალელურად დაგეგმილია ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება. საპროექტო სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დაიწყება.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სამუშაოები, საავტომობილო გზაზე არსებული მაღალი საავტომობილო ნაკადის მოძრაობის გამო, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, მოძრაობა შემოვლითი გზით ხორციელდება, რაც გადაადგილების დროს და ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის, დროებითი გზა კი არსებულ პრობლემას მოაგვარებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე, სოფელ კურსებში დროებითი გზის მოწყობის სამუშაოების დასრულება დაგეგმილია ერთი თვის ვადაში.

წაკითხვა 89 ჯერ