China Southern Airlines-ი პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებს
ავიაკომპანია China Southern Airlines-ი ურუმჩის გავლით პეკინი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო რეისებს შესრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
,,შედეგად, 2026 წლის ზაფხულიდან საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის ფრენებს უკვე ორი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines-ი მოემსახურება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების ფრენები შემდეგი მარშრუტით განხორციელდება: პეკინი – ურუმჩი – თბილისი – ურუმჩი – პეკინი. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე 2016 წლიდან პანდემიის დაწყებამდე (2020 წლის იანვარი) ოპერირებდა. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 ივნისიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელების უფლება უკვე მიანიჭა”,- წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,საპატრიარქო შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა „ჩატეხილი ხიდი“ აღდგეს"- კახა წიქარიშვილი
- ,,იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან"- დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს
- ,,პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში"- მიხეილ სარჯველაძე
- მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო