თერჯოლაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თერჯოლაში ინდივიდუალური მეწარმის რ. ქ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ახალთერჯოლა) გოჭების სასაკლაო შეამოწმეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამავე დროს, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
სიახლეები
- ,,საპატრიარქო შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა „ჩატეხილი ხიდი“ აღდგეს"- კახა წიქარიშვილი
- ,,იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან"- დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს
- ,,პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში"- მიხეილ სარჯველაძე
- მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო