,,უკრაინა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა ''- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წელს აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა.
“ჩვენ მზად ვართ აღდგომის დღესასწაულების დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის. თუმცა ეს ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა დააზიანოს ქვეყნის სუვერენიტეტი“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, კიევი მზადაა განიხილოს როგორც სრული, ისე ნაწილობრივი ზავის შესაძლებლობა, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა, იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთიც.
შეგახსენებთ, რომის კათოლიკური ეკლესია წელს აღდგომას 5 აპრილს აღნიშნავს, მართლმადიდებლური კი – 12 აპრილს.
სიახლეები
- “მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა'' – ვოლსკი
- რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება
- ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა
- ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
- დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს