როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
29 მაისიდან ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცნობეს.
მათი ცნობით, თბილისში დღეს დროგამოშვებით იწვიმებს. მთლიანად საქართველოში, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში - ელჭექთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება დასავლეთის მიმართულებით.
„ხვალ ნალექის ინტენსივობა მთელ საქართველოში იკლებს. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი - სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ხვალ ისევ +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.
29 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შეიძლება, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +30, +35 გრადუსიც იყოს კვირის განმავლობაში. ტემპერატურის კლება აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი არ არის, კვირა იქნება შედარებით მდგრადი, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში, ღამისა და საღამოს საათებში და მათ შორის, დედაქალაქშიც შესაძლოა, წვიმა იყოს მთელი კვირის განმავლობაში. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება“, - აღნიშნეს „ინტერპრესნიუსთან“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი