„თბილისობა“ 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს გაიმართება
დედაქალაქი “თბილისობას” 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს აღნიშნავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მერია მოსახლეობას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდის.
„დედაქალაქი “თბილისობას” 30 სექტემბერსა და პირვველ ოქტომბერს აღნიშნავს რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე. 12:00 საათიდან, ღამის 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის დასრულებისას საზეიმო კონცერტი დაიწყება. ღონისძიება პირდაპირი ეთერით გაშუქდება. ასევე, რამდენიმე დღეში გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას”,-აღნიშნა კალაძემ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"