თუშეთში, ქორწილში დაჭრილი სამი მამაკაცი, მათ შორის სიძე, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
თუშეთში, ქორწილში ცივი იარაღით დაჭრილი სამი მამაკაცი, მათ შორის სიძე, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ერთ - ერთი დაჭრილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მესამე მამაკაცი კი თბილისში გადაიყვანეს.
დაშავებულებს მრავლობითი ჭრილობა სხეული სხვადასხვა არეში აქვთ. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფელ ომალოში მოხდა. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ჩვენ როგორც ვიცით, სხვადასხვა სუფრიდან ქორწილში მივიდნენ ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში, რასაც მოჰყვა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება. ამ შეხლა - შემოხლის დროს დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის სიძეც, რომელიც საავადმყოფოშია. ასევე არიან ნაცემები. ეს მოხდა ადგილზე დაწყებული გაუგებრობით", - აცხადებენ ადგილობრივები.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება