როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა