"საჭიროების შემთხვევაში პაციენტს შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად" - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე
როგორც იქნა, მოხდა ჩვენი აზრების თანხვედრა, - ასე გამოეხმაურა ზურაბ ჩხაიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დასკვნას.
„აქ იგულისხმება ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლების პერიოდულად გაუარესება, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია ისევ და ისევ კვების კომპონენტთან. დღევანდელ დასკვნაში კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს უკავშირდება პროტეინდეფიციტურ მდგომარეობას, ანუ შიმშილს. რაც შეეხება კონკრეტულ დეფიციტს, დიახ, ესეც ალბათ ცოტა საკამათოა. შეიძლება ეს ნევროლოგის შეფასებაა, მაგრამ დინამიკაში ბევრად უფრო გაუმჯობესებულია.
პაციენტი ნაკლებად აქტიურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად და გადაადგილდება ძირითადად დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე“, - აცხადებს ჩხაიძე.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარჩუნდება გაუარესებისკენ ნელი დინამიკა. მედიკოსების დასკვნაში კვებით დეფიციტზეც არის საუბარი. ასევე ნათქვამია, რომ „ვივამედში“ მართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვთ.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება