"საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია" - გარემოს ეროვნული სააგენტო
ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონული ჯგუფის შეხვედრაზე შავ ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის, ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.
„ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სიახლეები
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი