ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფი პროექტს - "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის" ახორციელებს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, 14-18 წლის ახალგაზრდებისათვის, საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის".
პროექტის მიზანია:
1. ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
2. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება კონფლიქტებზე და მათი არაძალადობრივი გზით მოგვარების ტექნიკებსა და საშუალებებზე;
3. ახალგაზრდების მოტივირება ღიად ისაუბრონ კონფლიქტურ სიტუაციებზე და კვალიფიციური ფსიქოლოგისგან მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპები და შეხვედრა ფსიქოლოგთან. ასევე, შიდა საგრანტო კონკურსის მეშვეობით შეირჩევა ახალგაზრდული ინიციატივები, რომლებსაც თავად პროექტის მონაწილეები განახორციელებენ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 18 მაისი, 18:00 სთ
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა