დღეს, ქუთაისში "ლაზიერის" ახალი ფილიალი გაიხსნა
დღეს, ქუთაისში "ლაზიერის" ახალი ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა.
უგემრიელესი ტკბილეული, კექსები სხვადასხვა შიგთავსით, ქართული ტრადიციული ცომეულის მრავალფეროვანი არჩევანი - ხაჭაპური, ლობიანი და ასევე, იტალიური პიცა, - თუ დახვეწილ გემოებს ეძებთ, "ლაზიერი" ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

"ლაზიერის" შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს კომპანიის დამფუძნებელი თამარ კვაშილავა ესაუბრა
"დღეს, "ლაზიერის" კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა ქუთაისში, თამარ მეფის 24-ში.
"ლაზიერი" მომხმარებელს ხარისხიან და ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს, ამიტომაც გვყავს გამორჩეულად გემოვნებიანი და ერთგული მომხმარებელი.

ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ და გპირდებით უამრავ სიახლეს. ჩვენი გუნდი კი ამისთვის თავდაუზოგავად შრომობს. ლაზიერში დასაქმებულია 15 ადამიანი და კიდევ ვფიქრობთ მეტის დასაქმებას.
ჩვენთან, ასევე ხდება უგემრიელესი ფურშეტების შეკვეთაც, რომლითაც ყველანაირ ღონისძიებას ვალამაზებთ.
შეძლებისდაგვარად ქველმოქმედებასაც ვეწევით. ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია და უფრო მასშტაბური გავხადოთ,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში თამარ კვაშილავამ.
შეგახსენებთ, რომ "ლაზიერს" კიდევ ერთი ფილიალი ქალაქ ქუთაისში ბუხაიძის N20-ში აქვს.

სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება