ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ დაშავებული ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მიიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კორპუსის მდგრადობას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეისწავლიან. ვიდრე ექსპერტები კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ, იქამდე შენობაში შესვლის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც კრიმინალურ პოლიციას.
15-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი (86 ადამიანი) აფეთქების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიამ სასტუმროებში გადაიყვანა, დანარჩენებმა ღამე ნათესავებთან გაათენეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
აფეთქება ლიკანში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გუშინ მოხდა, რაც სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება