კახეთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამანი დაშავდა.
შემთხვევა რამდენიმე სააათის წინ ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 უცხოელი ტურისტია. ისინი მიკროავტობუსით კახეთს სტუმრობდნენ. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვნა.
ექიმის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაყოფილებელია, თუმცა შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა