ქუთაისში, მანდარიას ქუჩაზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება
ქუთაისში, მანდარიას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მარტიდან აღნიშნულ ქუჩაზე დროებით შეწყდება ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისად, დროებით შეიცვლება #1 და #3 მუნიციპალური ავტობუსების სვლა-გეზი:
# 1 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, მობრუნდება ბალახვნის მოედანზე, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი.
#3 ავტობუსი - წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ მეორის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა, ახალგაზრდობის გამზირი, რიონჰესის დასახლება.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება