როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის ღამეს
31 დეკემბრის ღამეს და 1-ელ იანვარს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლებელია მცირე თოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
ასევე, 31 დეკემბერს მცირე თოვაა მოსალოდნელი საქართველოს ცალკეულ რაიონებში, მათ შორის კახეთში.
სინოპტიკოსების განცხადებით, 29-31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება და თითქმის იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.
„31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლოა, მოიღრუბლოს და მაქსიმალურმა ტემპერატურამ 5-7 გრადუსს მიაღწიოს. დღის საათებში იქნება მცირე წვიმა. 30-31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს, ღამით მოსალოდნელია დაახლოებით -3-დან -1 გრადუსამდე ყინვა. 31 დეკემბერს ღამით, 00:00 საათზე შესაძლებელია, თბილისში თოვა დაიწყოს“, - აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს