ასოციაციასთან "ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისში ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისში, რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ოფისში, უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. მოქალაქეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბურღულეული, მედიკამენტები და ტანსაცმელი მიიტანეს.
,,მაქსიმალურად შევეცადეთ სწრაფად მოგვეხდინა რეაგირება და გარკვეული წვლილი ჩვენც შეგვეტნა უკრაინელების დასახმარებლად. ჩვენს კლუბს განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინელ ქალტა კლუბთან, ამიტომ ჩვენი თანადგომა მათთვის მნიშვნელოვანია და ეს არის მცირედი გამოხატულება. ამით გვინდა მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ის ტკივილი რაც მათ მიმდინარე ომმა მიაყენა’’-ამბობს ქალთა კლუბის თავმჯდომარე, მარიკა ვაჭარაძე.
ეს იყო ერთობლივი ინიციატივა და მინდა ავღნიშნო რომ სამივე კლუბმა (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი) დროის მოკლე მონაკვეთში დააორგანიზა დახმარების შეგროვება. მინდა ავღნიშნო რომ კლუბს მეგობრებიც შემოურთდნენ რომლებმაც მედიკამენტები და სურსათი მოგვაწოდეს. თითოეული ადამიანის თანადგომა მნიშვნელოვანია, რადგან დრს უკრაინა იბრძვის ჩვენთვისაც და ცალსახად ჩანს რომ თუ უკრაინა მოიგებს ამ ომს ჩვენს გავიმარჯვებთ!"- აცხადებს ქალთა კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი.
"ჰუმანიტარული დახმარება ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქებში გადაიგზავნება, იმ ქალაქებში, რომლებსაც პუტინის რეჟიმი ასე უმოწყალოდ ექცევა. მინდა ომი მალე დასრულდეს და ეს იყოს ბოლო დახმარება, რასაც ჩვენ უკრაინაში საომარი ვითარების გამო გავზავნით. ამის შემდეგ ერთმანეთისთვის სიყვარული, მეგობრობა და თანადგომა გაგვეზიარებინოს,’’- ამბობს რადიო ,,ძველი ქალაქის’’ დამფუძნებელი და ქალთა კლუბის წევრი, ქეთევან ბერძენიშვილი.
ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბებმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება