კალენდრის კონკურსის ,,ურჩიე მეგობარს, 12 თვე-12 წიგნი“ - გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
დღეს, ქუთაისში კალენდრის კონკურსის ,,ურჩიე მეგობარს, 12 თვე-12 წიგნი“ გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება გაიმართა. მოზარდებს მათივე ნამუშევრების საფუძველზე შექმნილი 2022 წლის კალენდრები და დიპლომები გადაეცათ. კონკურსი მიზნად ისახავს მოზარდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის ,,წიგნიერების სამყაროს“ მიერ, იმერეთის განვითარების ცენტრთან და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან პარტნიორობით.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ეკატერინე კიკატუნიძემ FirstNews.ge - თან საუბარში განაცხადა, კონკურსმა მოზარდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
"შემოვიდა 50 -მდე ნამუშევარი. საკმაოდ ძნელი იყო მათგან 12 საუკეთესოს შერჩევა. მოზარდთა ინტერესიდან გამომდინარე დიდი სურვილი გვაქვს კალენდრის გამოცემა ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ და ამით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანთ მათი განათლების საქმეში,"- აღნიშნა ეკატერინე კიკატუნიძემ.

პროექტის მონაწილეები სურვილს გამოთქვამენ, რომ ის სამომავლოდაც გაგრძელდეს.
"ძალიან საინტერესო პროექტში მომიწია ჩართვა, ხალისით ვასრულებდით ყველა დავალებას. ერთად ვკითხულობთ წიგნებს, ვმეგობრობთ. კარგი იქნება თუ მსგავსი პროექტები გაგრძელდება,"- განაცხადა პროექტის აქტიურმა მონაწილემ ანასტასია გელაშვილმა ჩვენთან საუბარში.

სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე