იზოლაციის ვადა შესაძლოა, შემცირდეს
მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.
საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერდოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 300 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 1 897 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 082 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი