როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24-28 დეკემბერს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.
26-28 დეკემბერს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. 24 დეკემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +5+10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11+16 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3+8 გრადუსი. 26-28 დეკემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების ფონზე ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაეცემა და როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში +3+8 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში 24-25 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7+9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი