"ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი აქვს სამშობლო და მომავალი.
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს.
სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. იგი განასახიერებს ყველა ჩვენგანის საერთო მისწრაფებას, რომ ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის საფუძველზე ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო.
დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა.
ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ - ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას"-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სიახლეები
- ელოდება თუ არა მსოფლიოს არმაგედონი?! - "ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც პლანეტაზე კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“
- დაგეგმე შენი დასვენება CozyWave-ში
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი