დღეს, FirstNews.ge-მ ტრადიციულად, საახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა
დღეს, FirstNews.ge-მ ტრადიციულად, საახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა.
ქუთაისში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. წლევანდელ აქტივობას ფონდი ,,საქართველოს ემიგრანტები" შემოუერთდა.
მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდი ბევრისთვის, განსაკუთრებით კი მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.
„ფონდმა „საქართველოს ემიგრანტებმა“ საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge - თან ერთად საახალწლო საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. ბევრ ოჯახს, ვისაც დახმარება ესაჭიროება, მუდმივ მოლოდინში არიან, რომ ვინმე გაახარებს. ჩვენ კი შეგვიძლია, რომ ეს ბედნიერება მივანიჭოთ მათ.
ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრია ასეთი ოჯახი.
ჩვენი სურვილი იყო, რომ მოხუცები და პატარები გაგვეხარებინა. დავეხმაროთ ერთმანეთს. #სიკეთეგადამდებია
ბედნიერი შობა ახალი წელი მინდა ვუსურვო სრულიად სამყაროს, პანდემიის გარეშე," - განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ფონდის დირექტორმა/პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა.
ქველმოქმედებაში, განსაკუთრებული წვლილი FirstNews.ge-თან ერთად ჩვენმა რესპონდენტებმაც შეიტანეს. მათი სურვილით ვინაობას არ ვასაჯაროებთ.
მადლობა ჩვენთან ერთად იმ ადამიანებს, ვინც გვერდით გვიდგას და გვაქვს შესაძლებლობა ვაკეთოთ სიკეთე. ახალ წელს ყველა ბედნიერი უნდა იყოს და არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ.
სიახლეები
- ელოდება თუ არა მსოფლიოს არმაგედონი?! - "ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც პლანეტაზე კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“
- დაგეგმე შენი დასვენება CozyWave-ში
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი