"მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება" - ირაკლი ღარიბაშვილი
მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით.
„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევე გაიზრდება ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება.
"ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 ლარიანი და 44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. კოვიდ 19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით. ასევე დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებით 300 მლნ ლარი გამოიყოფა. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"