როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, 16 ნოემბრის საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 15 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი.
დღის ბოლოდან ხვალ დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება. 16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.
15 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსი იქნება.
დღის ბოლოდან 16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
17-18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება